Tuesday, May 13, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:   საზოგადოებრივი აზრის კვლევა სკოლაში.

პროექტის მთავარი იდეა: სკოლის საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა აზრი სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ, კერძოდ სკოლაში არ არის ბუფეტი.

პროექტის აქტუალობა: ბუფეტის არ არსებობით პრობლემა ექმნება როგორც მოსწავლეებს ასევე პედაგოგებსა და მშობლებს.

პროექტის მიზნები:  ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოკვეთილი პრობლემის გადასაწყვეტად, სკოლის ადმინისტრაციამ მიმართოს შესაბამის ზემდგომ ორგანოებს ბუფეტის გახსნის თაობაზე.

მონაწილეთა ასაკი:15- 16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:  სავარაუდო და სასურველია სკოლის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ზემდგომმა ორგანოებმა გაითვალისწინონ პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების თხოვნა და გაუწიონ დახმარება ( თუ სრულად არა პირველ ეტაპზე ნაწილობრივ მაინც) სკოლას ამ პრობლემის გადწყვეტაში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პლაკატები, ნახატები, პროექტორი, მარკერები, აუდიო მასალა, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1-გეგმის შემუშავება

აქტივობა2-ჯგუფების შექმნა

აქტივობა 3-ფუნქციების გადანაწილება

აქტივობა 4-ფილმის ჩვენება

აქტივობა 5 -საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.

აქტივობა 6 -პრეზენტაცია (მიმართვის მომზადება ზემდგომი ორგანოების სახელზე თანდართული ხელმოწერებით).

აქტივობა 7 -შეფასება (შესრულებული სამუშაო შეფასდეს დადებითად).

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სამოქალაქო განათლება.

პროექტის ხელმძღვანელი: დოდო ანტონიანი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dodoantoniani1@gmail.com